samcxe-javaxeTis mxare  
  

 

 

axalqalaqiს municipaliteti
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი - ახალქალაქი.

istoria

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

buneba

მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია სამსრის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული - 3301 მ). ტერიტორია - 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთისწყალი. ტბებიდან აღსანიშნავია კარწახის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.

მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).

demografia

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 69 256
2002 60 486
2014 45 070
2021 41 000

administraciuli rTeulebi

მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:

  • 1 ქალაქი - ახალქალაქი
  • 15 თემი - აზავრეთი, ალასტანი, არაგვა, ბარალეთი, გოგაშენი, ვაჩიანი, ზაკვი, კარტიკამი, კარწახი, კოჭიო, კუმურდო, ოკამი, სულდა, ხავეთი, ხოსპიო.
  • 6 სოფელი - დილისკა, კოთელია, პტენა, ტურცხი, ჩუნჩხა, ხანდო.

ekonomika

სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან დაუკავშირდა სასაზღვრო პუნქტ კარწახს და რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზები.

kultura

მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

RirSesaniSnaobebi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:

 

foto galerea

axalqalaqis soflebi

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმინისტრაციული ცენტრი ახალქალაქი
კოორდინატები 41°24`20″ ჩ. გ. 43°29`10″ ა. გ.
ფართობი 1235 კმ²
მოსახლეობა 45 070 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 36,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა სომხები 92,9 %
ქართველები 6,8 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა გრიგორიანები 78,8 %
კათოლიკეები 11,7 %
მართლმადიდებლები 5,7 %
მუსლიმები 1,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 (362)
საფოსტო ინდექსი 0700–0799
ოფიციალური საიტი https://akhalkalaki.gov.ge/

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი

კოთელია - შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია

კოჭიოს - ეკლესია

კუმურდო - სოფელში დგას 964 წელს აშენებული კუმურდოს ეკლესია

აგანა - ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული

აზავრეთი - დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია

ვარევანი - სოფლის მახლობლად არის ვარდისციხის ნასოფლარი, ციხის ნაშთებით.

მურჯახეთის განძი და მურჯახეთის ბრძოლა

ალასტანის ეკლესია X–XI სს.

ბავრის ეკლესია

ღრტილის კრება

ბავრა - ეკლესია

ბარალეთი - ეკლესია

დიდი სამსარი - კლდეში ნაკვეთი საეკლესიო კომპლექსი

ბურნაშეთი - შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია

გოგაშენი - ვანის ქვაბთა მონასტერი და გოგაშენის ეკლესია

გოკიო - ისტორიული ძეგლები